დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.034.016101 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №392
2012 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე , ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის № 9 ბრძანებით (სსმ 5, 13/01/2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.008.011) დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების (საგანგებო სიტუაცია – მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.) თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელებისა და სამინისტროში სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფას.“.
ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის სწავლება და მათთვის მეთოდურ -პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა.“
გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
დ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე;
გ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს;
დ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;
ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობებს.“
ე) მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ვ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სამობილიზაციო სამმართველო“.
ზ) მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
თ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს დეპარტამენტში საქმისწარმოების, მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის თარგმნას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და ამზადებს საკადრო საქმეებს და წარუდგენს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განსახორციელებლად;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;
ე) ორგანიზებას უკეთებს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და დამუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საოფისე მომსახურებას;
ზ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვას და შენახვას;
თ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ტექნიკურ გამართულობას;
ი) უზრუნველყოფს დეპარტამენტს საჭირო ინვენტარით, ორგტექნიკით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით.“.
ი) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231
სამობილიზაციო სამსახურის:
ა) სამინისტროს სამობილიზაციო გეგმების შემუშავება;
ბ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით, სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, გაცემის, განახლების, შეცვლისა და ჯავშნიდან მოხსნის ოპერაციების განხორციელება;
გ) საქართველოს ძალოვანი სამინისტროების სამეთაურო -საშტაბო სწავლებებში მონაწილეობის მიღება;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის სამობილიზაციო ღონისძიებებთან და ექსტრემალურ სიტუაციებთან დაკავშირებული სასწავლო ღონისძიებების ორგანიზება, მათი შედეგების შეჯერება და ანალიზი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები