„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 06/06/2012
დოკუმენტის ტიპი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016006
  • Word
6
06/06/2012
ვებგვერდი, 07/06/2012
010240060.57.069.016006
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 6

2012 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის” (სსმ, 156, 30/11/2010) მე -2 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4საჩივარი სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო განცხადებაში არსებული შესაბამისი სისტემური ღილაკის მეშვეობით. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს დანართ №1-ით დამტკიცებული ფორმით და დანართი 2 -ის შესაბამისად. სააგენტოში საჩივრის წარდგენა შესაძლებელია 10.00 -დან 19.00 საათამდე, შაბათ -კვირისა და უქმე დღეების გარდა.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი