დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 469 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.026.016126 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №46 9
2012 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №936 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 111201024, 02/12/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართის ,,სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა №9/1 ნორმის” შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონებით, გარდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქონებისა, უზრუნველყოფა გავრცელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამოქალაქო პირებზე, რომელთა ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.”.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები