სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს"ლიბერთი კონსუმერი"
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
05/06/2012
ვებგვერდი, 05/06/2012
სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
ს.ს"ლიბერთი კონსუმერი"

სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციონერთა საყურადღებოდ

სს „ლიბერთი კონსუმერის” (შემდგომში „კომპანია”) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2012 წლის 27 ივნისს, 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. საზოგადოების 2011 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;

2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2011 წლის საქმიანობის შესახებ;

3. 2012 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.

2012 წლის 27 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:

 

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის” მიერ აუდიტირებული კომპანიის 2011 წლის ფინანსური შედეგები.

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

2. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2011 წლის საქმიანობის შესახებ;

 

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

3. არჩეულ იქნს „ერნსტ ენდ იანგი” სს „ლიბერთი კონსუმერის” 2012 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.

კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჩაჩავას ქუჩა 8.

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 27 ივნისს, 16:00 საათზე.

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 25 მაისი.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2012 წლის 15 ივნისიდან სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი” შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა.