განჩინება შპს ,,ბათუმგამწვანების“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს ,,ბათუმგამწვანების“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1141
დოკუმენტის მიმღები ბათუმის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/06/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2-1141
01/06/2012
ვებგვერდი, 05/06/2012
განჩინება შპს ,,ბათუმგამწვანების“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ბათუმის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 01 ივნისი                                       

 ქ. ბათუმი

ბათუმი საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

  განიხილა შპს  ,,ბათუმგამწვანები “ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაიხსნა შპს  ,,ბათუმგამწვანებიმიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

 2012 წლის 21 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს  ,,ბათუმგამწვანებიგაკოტრების მმართველმა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს  ,,ბათუმგამწვანებიგაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

 აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს  ,,ბათუმგამწვანებიკრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, 42-ე, სსკ-ის 284-, 285- მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათუმგამწვანები(ს/ნ 245442221) კრედიტორთა კრება 2012 წლის 07 ივნისს 1 5:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის . №30 , მეოთხე სართული, სხდომის დარბაზი №4).

3. კრებაზე განხილულ იქნ შემდეგი საკითხი:

ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება .

4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.batumi.court.ge .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .

 

მოსამართლე                          ჯ . ბეჟანიძე