დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააღმზრდელო საქმიანობი სგანხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-630/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-630/ო
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 მუხლის ბ. პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე -6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ საქველმოქმედო
– ჰუმანიტარული ფონდი „ბრეს“ საქართველოს ფილიალს (ფაქტიური მისამართი: ქ. ქუთაისი, კეკელიძის ქ.N26) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნას სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ საქველმოქმედო – ჰუმანიტარული ფონდი „ბრეს“ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ა. ჩაჩხუნაშვილის განაცხადი N 18579, 09.03.2012წ; განაცხადი N 22800, 23. 03. 2012წ.
ადგილზე შემოწმების აქტი N76, 20.04.2012წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი N11, 23.04. 2012წ.
გ. თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები