დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვასილ ოთიურიძისათვის გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ვასილ ოთიურიძისათვის გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტოს სამართალშემოქმედების დეპარტამენტმა განიხილა ვასილ ოთიურიძის 2012 წლის 31 მაისის განცხადება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოში რეგისტრაციის თარიღი 31.05.2012 წ. რეგისტრაციის ნომერი: 01/34226), მასზე გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. იხელმძღვანელა რა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს ვასილ ოთიურიძის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია №5, 2012 წლის 31 მაისიდან.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009 წლის 20 ივლისის №138 ბრძანება „ვასილ ოთიურიძისათვის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“.
3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კერძო აღმასრულებელთა რეესტრში შეტანილ იქნეს ინფორმაცია ვასილ ოთიურიძისათვის გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
დეპარტამენტის უფროსი ი. წაქაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები