დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.162.016139 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2012 წლის 31 მაისი
ქ. ახმეტა
,, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/12/2011, 010250040.35.162.016074) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ახალგაზრდულ საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
ვ) მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკების და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებების, აგრეთვე სპორტული დაწესებულებების მართვას;
ზ) ექსკურსიების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, საქველმოქმედო და სოციალური ღონისძიებების მოწყობას;
თ) ახალგაზრდების დასვენებას პატრიოტულ და გამაჯანსაღებელ ბანაკებში;
ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
კ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №181 დადგენილების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების განსაზღვრის საკითხზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის შესწავლას და მისი შეთანხმების თაობაზე დასკვნის მომზადებას;
ლ ) საქართველოს კანონმდებლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები