,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.162.016134
  • Word
49
31/05/2012
ვებგვერდი, 11/06/2012
210020010.35.162.016134
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2012 წლის 31 მაისი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის №6056- Iს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, 210020010.35.162.016082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

 ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20. 000 (ოცი ათასი) ლარით;

 ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1. 500 (ათას ხუთასი) ლარით;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35. 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარით;

 ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;

 ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3. 000 (სამი ათასი) ლარით;

 ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5.0 00 (ხუთი ათასი) ლარი“.

    მუხლი 2.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ა. მაილაშვილი