დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016052 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №121
2012 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 6-ემუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი1679) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ი1) თანამდებობიდან გათავისუფლებისას სამინისტროს სისტემის არადიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც ადრე ეკავა დიპლომატიური თანამდებობა და/ან მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური რანგი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. გორდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები