,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016051
  • Word
7
01/06/2012
ვებგვერდი, 05/06/2012
190020020.35.102.016051
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი

აჟარის ( ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლი 1 ივნისი

ქ. თბილისი

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხ ი 1. ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2011; 190.020.020.35.102.016.044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება

1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

) შეზღუდული შესაძლებლობის პირველი ან მე-2 ჯგუფის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი/ცნობა სოციალური სუ სიდიების სააგენტოდან);

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.

მუხ ი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ს.  გურჩიანი