დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის № 493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.08.002.016520 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №451
2012 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) პირველ აბზაცშ ი სიტყვა: „ბრძანებით“ შეიცვალოს სიტყვებით: „სამართლებრივი აქტით“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და მსმენელების), სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების (მათ შორის, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და მსმენელების), სამოქალაქო პირებისა და მოსწავლეების სასურსათო და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები;“;
ბ) დანართი №2 და №3 ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები