განჩინება შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2/110
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/110
25/05/2012
ვებგვერდი, 04/06/2012
განჩინება შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 (სარეზოლუციო ნაწილი)

შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველის სსიპ  –  აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2012 წლი 25 მაისი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე –  ანა ღელეყვა

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

 სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე შპს ,,აჭარინვეტის“ უზრუნველყოფილი კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მარინე ხურციძის, შპს ,,ჩემექსიმ ინტერნეიშენალის’’ და შპს ,,ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის’’ წარმომადგენლის დავით ბასლანძის, შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის’’ და შპს ,,GLOBAL INTERNATIONAL ENERGY CORPORATION’’-ის  წარმომადგენლის შალვა ნადირაძის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის საბოლოო ანგარიში (მოხსენება) შპს ,,აჭარინვესტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და         

  სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 42-ე, 56-ე, 38-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,აჭარინვესტის“ (ს/ნ 206253604), იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება) გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. შპს ,,აჭარინვესტის“ (ს/ნ 206253604) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს).

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

მოსამართლე                         ა . ღელყვა