„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016871
  • Word
198
30/05/2012
ვებგვერდი, 01/06/2012
010220030.10.003.016871
„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 198

2012 წლის 30 მაისი

. თბილისი

ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის 340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის 340 დადგენილებაში (სსმ, 146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა (დანართი 1) და თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულება (დანართი 2).“.

3 . დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 1

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა

ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით გიორგაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ვაჟა ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი

ქეთევან ბოჭორიშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი

დიმიტრი ძაგნიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზურაბ მესხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი

მაია სიდამონიძე სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე.“.

4 . დადგენილებით დამტკიცებული „ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულების“ (დანართი 2):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულება“;

ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

მუხლი 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“;

) მე-4 მუხლის:

გ. ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ. ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) განიხილავს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კომპანიის დაარსების შესახებ სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელებისა და ფუნქციონირებისათვის, სათანადო ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რის შესახებაც შუამდგომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, შუამდგომლობს თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოსთან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვაზე, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით;“;

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელების მსურველი ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილ ინფორმაციას წინასწარ შეისწავლის კომისიის მდივანი და წარუდგენს კომისიის ყველა წევრს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური