„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016868
  • Word
195
30/05/2012
ვებგვერდი, 01/06/2012
290160000.10.003.016868
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 1 95

2012 წლის 30 მაისი

. თბილისი

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 290160000.10.003.016652) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2012 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 იანვრის №49 ბრძანებულების მე-7 პუნქტის უზრუნველსაყოფად, ამავე ბრძანებულებით განსაზღვრული კონტინგენტის გაწვევის მიზნით, 2012 წლის 23 იანვრიდან გაწეული მომსახურებისათვის სააგენტომ უზრუნველყოს ხელშეკრულებების გაფორმება ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 21) პროგრამის ფარგლებში, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული №26 დანართის (სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება) შესაბამისად. ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შეუფერხებელი განხორციელებისათვის უწყვეტობის ფარგლებში გაწვევის დაწყების დღიდან (2012 წლის 23 იანვრიდან) საგაზაფხულო გაწვევის პერიოდის დასრულებამდე (2012 წლის 30 ივნისამდე) ამავე პროგრამის მიზნებისათვის იმავე მიმწოდებელი შესაძლებელია იყოს როგორც წინა წლის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, ასევე ამ დაწესებულების შესაბამისი ქონების მიმღები (მყიდველი) ახალი ორგანიზაცია, ასევე ის დაწესებულება, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად აქვს ურთიერთშეთანხმება ვალდებულებების შესრულების შესახებ, ასევე ის ორგანიზაცია, რომელმაც განიცადა რეორგანიზაცია, მაგრამ განაგრძობს საქმიანობას იმავე პროფილით, ანდა ორგანიზაცია, რომელიც წინა მიმწოდებლის უფლებამონაცვლეა. აღნიშნულ შემთხვევებში ზემოხსენებულ ორგანიზაციებს აუნაზღაურდეთ მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევის დაწყების დღიდან შესრულებული სამუშაოები;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 23 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ‑მინისტრი                                            ნ . გილაური