„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01–1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01–1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016147
  • Word
01-29/ნ
31/05/2012
ვებგვერდი, 01/06/2012
470230000.22.035.016147
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01–1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-29 /

2012 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01–1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01–1/ნ ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 470230000.22.035.016050, 07/03/2011) პირველი პუნქტით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე -7 მუხლის მე -2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ნომერი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:

ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი ;

ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;

ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;

 ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;

ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

გ) პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო.

3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არა უგვიანეს შემთხვევის დასრულების და/ან საანგარიშგებო დოკუმენტების წარმოდგენისა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.“.

2.  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მიმწოდებელი არ ეთანხმება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგს შემთხვევის კლასიფიცირების კუთხით და წერილობით მოითოვს მის განხილვას სადავო შემთხვევისათვის ამ მუხლით დადგენილი წესით.”;

3.  მე -11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -6 - მე -8 პუნქტები:

„6. სტაციონარული  სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნების შემთხვევაში, მომსახურება ანაზღაურდება ქვემოთ მოყვანილი წესით:

ა) თუ ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული პაციენტის გარდაცვალებას 24 საათზე ადრე – ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ლიმიტისა;

ბ)  თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება.

7. კრიტიკული მდგომარეობის დროს პაციენტის ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში 6 დღეზე ნაკლებ ვადაში გადაყვანისას, მომსახურების ღირებულება გაიყოფა სამედიცინო დაწესებულებებს შორის. ამასთან, გადაყვანის დღისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას მიიღებს ის დაწესებულება, სადაც პაციენტმა ამ დღის უმეტესი ნაწილი დაჰყო.

8. სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ყველა სახელმწიფო პროგრამაში განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას.”.

4.  მე–14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, თითოეულ შემთხვევაზე.”.

5.   მე-14 მუხლის მე-5  და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს.

 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად ხელშეკრულების შესრულებაზე, ან ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.”.

6. მე-14 მუხლის მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.”.

7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“, ისე „ინფექციური დაავადებების მართვის “ სახელმწიფო პროგრამაში და თუ ბავშვი არ არის „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლე, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ პროგრამის შესაბამისად, ხოლო თუ ბავშვი არის „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლე, შესრულებულ სამუშაოზე ანაზღაურება უნდა განხორციელდეს „ინფექციური დაავადებების მართვის“  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

8. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“, ისე „ინფექციური დაავადებების მართვის “ სახელმწიფო პროგრამაში და თუ ბავშვი არ არის „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლე, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ პროგრამის შესაბამისად, ხოლო თუ ბავშვი არის „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლე, შესრულებულ სამუშაოზე ანაზღაურება უნდა განხორციელდეს „ინფექციური დაავადებების მართვის“  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.“.

9. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი  შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომის – P22 – სურფაქტანტით მკურნალობის შემთხვევაში ბავშვის სამშობიარო სახლიდან სხვა კლინიკაში გადაყვანა მოხდა სამედიცინო ჩვენებით 24 საათზე ნაკლებ ვადაში, სამშობიარო სახლის მიერ ახალშობილისთვის გაწეული დახმარება უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური კოდისთვის განსაზღვრული ლიმიტისა.“.

10. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. დადგენილების დანართი №24-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, რომელიც მოსარგებლის რეგისტრაციის ფაქტს მომსახურების მისაღებად მიმართვისთანავე, ასახავს „ონლაინ“ რეჟიმში სამინისტროს ვებგვერდზე http://www.moh.gov.ge, შესაბამის „ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი