„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016518
  • Word
448
31/05/2012
ვებგვერდი, 31/05/2012
040030000.08.002.016518
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №448

2012 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110907028, 07/09/2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 პუნქტი და მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულება.

2. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის რეორგანიზაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან შერწყმის გზით.

3. საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

4. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.

. სააკაშვილი