სს „თელიანი ველი“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „თელიანი ველი“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „თელიანი ველი“
მიღების თარიღი 31/05/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
31/05/2012
ვებგვერდი, 01/06/2012
სს „თელიანი ველი“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
სს „თელიანი ველი“

ვინაიდან სს ,,თელიანი ველის აქციონერთა კრება, რომელიც მოწვეულ იყო თბილისში 2012 წლის 30 მაისს , დღის 18:00 საათზე, არ შედგა ვორუმის არარსებობის გამო, მოიწვევა სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა ახალი მორიგი საერთო კრება მავე დღის წესრიგით, რომელიც გაიმართება 2012 წლის 20 ივნისს , დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ №2-ში.

სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 23 მაისი .

 

დღის წესრიგი:

1.    2011 წლის წლიური ანგარიში:

ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2011 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;

ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება;

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება;

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა წესდებაში

5. სხვადასხვა.

 

რეკომენდაციები

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს 2011 წლის წლიური ანგარიში.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2011 წლის ანგარიში.

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

შევიდეს ცვლილება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გამოწვეულ იქნენ ბატონები: პოლ როძიანკო და ავთო ნამიჩეიშვილი. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

• გიორგი ვახტანგიშვილი

• ირაკლი ბურდილაძე

• მურთაზ კიკორია

• დავიდ ოსტბი

• სტივენ იაროსლავ გორელიკი.

 

დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:

შემცირდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა. კერძოდ, არსებული 7 წევრის ნაცვლად განისაზღვროს 5 წევრით.

შევიდეს შესაბამისი ცვლილება წესდების 8.1. პუნქტში და დამტკიცდეს ახალი რედაქციით.

სს „თელიანი ველის” აქციონერთა ახალი მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 20 ივნისს , 17 :00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის" აქციების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში”, 2012 წლის 10 ივნისიდან , შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

 

გენერალური დირექტორი . ხობელია