„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016517
  • Word
447
31/05/2012
ვებგვერდი, 31/05/2012
120010000.08.002.016517
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №447

2012 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებაში ცვლილებ შეტანის თაობაზე

1 . „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., 38, მუხლი 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და  დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ჟ) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო:

ჟ.ა) ამზადებს წინადადებებს:

ჟ.ა.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მიმდინარე რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე;

ჟ.ა.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი სამუშაო პროცესისა და პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით;

ჟ.ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს:

ჟ.ბ.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლვანებების აღმოფხვრის მიზნით;

ჟ.ბ.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მართვისა და დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი