„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 376
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016100
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
376
31/05/2012
ვებგვერდი, 31/05/2012
040030000.22.034.016100
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/2012 - 13/06/2012)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №376

2012 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებით (სსმ, 104, 23/07/2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.633) დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.“ ;

ბ) მე -2 და მე -3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემია სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში ახორციელებს:

ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ) თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას;

გ) საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

დ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებას როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის;

ე) აკადემიის მართვა-გამგეობას.

11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა აკადემია უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.

2. აკადემია საარქივო სფეროში ახორციელებს:

ა) საარქივო ფონდების შევსებას დოკუმენტებით მატერიალურ ან/და ელექტრონულ მატარებელზე, საარქივო ფონდების დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირებასა და მის მუდმივ განახლებას;

ბ) საარქივო ფონდების დოკუმენტების აღწერას და ცენტრალიზებულ აღრიცხვას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით);

გ) საარქივო ფონდების დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფას, კონსერვაციას, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაციას;

დ) საარქივო ფონდების დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

ე) საარქივო მასალების საფუძველზე პუბლიკაციების მომზადებას და ბეჭდვას.

21. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემია ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.

    მუხლი 3. საქმიანობის საგანი

აკადემიის საქმიანობის საგანია:

ა) პოლიციის სისტემისათვის და სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის კადრების პროფესიული მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება და განხორციელება ;

გ) საარქივო ფონდის დოკუმენტების სახეობებისა და ნაირსახეობების შემადგენლობის განსაზღვრა, საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხის შემუშავება, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას;

დ) არსებული საარქივო მასალების დამუშავების უზრუნველყოფა, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირება, ციფრულ მატარებლებზე გადატანა და კომპიუტერული ბაზების ფორმირება;

ე) საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით აკადემიაში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვის განხორციელება, მათი შენახვის პირობების მონიტორინგი და ოპტიმიზაციის ღონისძიებები;

ვ) საარქივო ფონდის დოკუმენტების სპეციალური ტექნიკური დამუშავების წარმოების სამუშაოთა კომპლექსის (კონსერვაცია, რესტავრაცია და ა.შ.) უზრუნველყოფა;

ზ) საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა და განვითარების უზრუნველყოფა, ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა;

თ) საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფა, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვა;

ი) საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

კ) საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ბუკლეტების, ბროშურების, სხვადასხვა სახის გამოცემის (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით) მომზადება, დოკუმენტური ფილმებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით;

ლ) საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატური გამოფენების მომზადება როგორც აკადემიის ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიმართვების განხილვა;

ნ) შემოსული განცხადებების საფუძველზე, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განადგურებული საარქივო მასალების დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებისა და დამუშავების უზრუნველყოფა;

ო) საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა;

ჟ) ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობა.“ ;

გ) მე -6 მუხლის მე -3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წარმართავს და ზედამხედველობს სასწავლო პროცესსა და საარქივო საქმიანობას“ ;

დ) მე -8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„ დ) შსს არქივი“ ;

ე) მე -9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -4 პუნქტი:

„4. შსს არქივი (უშიშროების არქივი, კომუნისტური პარტიის არქივი) ახორციელებს საარქივო მასალის შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას და საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას; არსებული საარქივო მასალის დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანას და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას, საარქივო ფონდების კონსერვაციასა და რესტავრაციას; მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვას; შემოსული განცხადებების საფუძველზე მე-20 საუკუნეში განადგურებული საარქივო მასალის დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას; სამსახურში დაცული საარქივო მასალის გაცემასა და მათი გაცნობის უზრუნველყოფას; ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.მერაბიშვილი