„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016181
  • Word
1-1/1229
25/05/2012
ვებგვერდი, 31/05/2012
040030000.22.024.016181
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1229

2012 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №84, მუხლი 765) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში მინისტრი). დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სააგენტოს ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის გამო.”;

ბ) მე-2 პუნქტის მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს”;

გ) მე-2 პუნქტის ო-პ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) მინისტრს ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ;  

პ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე.”;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააგენტოს დირექტორი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს მინისტრის მეშვეობით.”;

ე) მე-5 პუნქტის გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) თუ თანამდებობიდან გათავისუფლდა მინისტრის აქტის საფუძველზე.”;

ვ)  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე: პირველი მოადგილე და მოადგილე. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

8. დირექტორის პირველ მოადგილეს და მოადგილეს ნიშნავს დირექტორი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  სამინისტრო.

2. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციებისა და მასალების წარმოდგენა.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

3. სააგენტოს საფინანსო საქმიანობა ფასდება სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.

4. სააგენტოს საფინანსო საქმიანობის ანგარიში ყოველწლიურად წარედგინება სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტს.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით“.

მუხლი 2. წინამდებარე ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია