დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016299 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №85
2012 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (სსმ III, 19.07.2004 წ., №73, მუხლი 646) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -2 მუხლის მე -2 პუნქტის ,,ა–ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის და მისამართების რეესტრის წარმოება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, დამისამართების პროცესში სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ბ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის და მისამართების რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მისამართების რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მისამართების რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება;
ე) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მისამართების რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;”.
2. მე -6 მუხლის მე -6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი :
,,ტ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის სამსახური.“
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები