დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016516 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/05/2012 - 19/11/2019)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №441
2012 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – „საქართველო“ (MCA – Georgia).
2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, საბჭოს ხმის უფლების მქონე პირთა შემადგენლობის განსაზღვრა და დებულების დამტკიცება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოსათვის“ (MCA – Georgia) შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები