დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016094 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 25 მაისი
ქ. აბაშა
„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 აპრილის №17 დადგენილებაში ( სსმ, 05/04/2012 , სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016090) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები