დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/06/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016093 |
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს მთავრობასა
და
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“;
ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირების გათვალისწინებით;
აღიარებენ რა, პროცედურული ნაბიჯების განხორციელების აუცილებლობას, როგორც მეგობრული ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის, ისე მათ შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით და მათ შორის არსებული საბაჟო გამშვები პუნქტებიდან ოპტიმალური სარგებლის მისაღებად;
მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები თანხმდებიან ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფ/სარფი“ და „ჩილდირ/აკტაშ – კარწახი” „ერთობლივი გამოყენების“ პრინციპზე, რაც ითვალისწინებს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ოფიციალური პროცედურების გამარტივებას და ჰარმონიზაციას.
მუხლი 2
მხარეები თანხმდებიან გააფორმონ ცალკე შეთანხმება, რომელიც დაადგენს აღნიშნული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების ნორმებსა და წესებს.
მუხლი 3
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, კომპეტენტური ორგანოები არიან საქართველოს მთავრობისათვის – ფინანსთა სამინისტრო, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისათვის – პრემიერ მინისტრის სამდივნო საბაჟო საკითხებში. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისათვის საჭირო შეთანხმებებისა და შესაბამისი ოქმების მომზადებისათვის შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი.
მუხლი 4
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხებით აცნობებენ, რომ დასრულებულია წინამდებარე დოკუმენტის ძალაში შესასვლელად საჭირო ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში იქნება მისი ძალაში შესვლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში და განახლდება ავტომატურად იმავე პერიოდით, თუ ერთ-ერთი მხარე მემორანდუმის შეწყვეტის ვადამდე ექვსი თვით ადრე არ აცნობებს მეორე მხარეს ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით გაკეთებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
მუხლი 5
ურთერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნეს ცვლილებები მისი ძალაში შესვლის შემდეგ. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-4 მუხლში განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ინტერპრეტაციისას ან განხორციელებისას წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთგაგების, მოლაპარაკების გზით.
ხელმოწერილია 2010 წლის 11 ივნისს სტამბოლში ორ დედნად ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
| თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
|
დიმიტრი გვინდაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე | მექსუთ მეთე საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრემიერ- მინისტრის თანაშემწე |
დოკუმენტის კომენტარები