დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.134.016086 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 30 მაისი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №1 0 დადგენილებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №1 0 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 06/04/2011. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016029) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
7 . სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. №3 .“
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები