დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს"ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი" |
| მიღების თარიღი | 30/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის” სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიწვევთ აქციონერთა საერთო კრებას 2012 წლის 23 ივნისს 15 საათზე. აქციონერთა კრება ჩატარდება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5, სართული მე-3, ოთახი 309.
სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2012 წლის 25 მაისი. აქციონერებს აქვთ შესაძლებლობა კრებაზე თავიანთი ხმის უფლება წინასწარ შეამოწმონ საზოგადოების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – შპს „კავკასრეესტრი” (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ: +995 32 2220749).
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი:
1. 2011 წლის წლიური შედეგების დამტკიცება.
2. 2012 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
3. სხვადასხვა.
სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე გ. სხირტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები