ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.114.016124
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
25/05/2012
ვებგვერდი, 04/06/2012
210070000.35.114.016124
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/06/2012 - 24/07/2012)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 29

201 2 წლის 25 მაისი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის დაადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ” საქარველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1.

 განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:

ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარი;

ბ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარი.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართისა.

    მუხლი 3.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის N41 დადგენილება „მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის მოსაკრებლის დაწესების შესახებ“.

    მუხლი 4.

  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ა . ხუნდაძე

 დანართი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი – შემდგომ ში „მოსაკრებელი“ ;

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა – შემდგომში „ მშენებლობის ნებართვა“ არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამარ ლებრივ საფუძველს.

3 . მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მი ღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.

    მუხლი 2. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი

მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი და გადახდა

1. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებელი ჩაირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში.

3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახური.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღვათი

მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;

ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;

გ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.

    მუხლი 5. მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

    მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი

1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული და მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.