დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.016866 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №1 93
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულების მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გრანტის მიმღები შესაძლებელია იყვნენ მკვლევართა ჯგუფის ის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები