სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ

  • Word
სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."თბილლითონნაწარმი"
მიღების თარიღი 29/05/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
29/05/2012
ვებგვერდი, 30/05/2012
სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ
ს.ს."თბილლითონნაწარმი"

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „თბილლითონნაწარმის” რიგითი აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლის 23 ივნისს, დღის 14:00 სთ-ზე შედგება სს „თბილლითონნაწარმის” რიგითი აქციონერთა კრება მისამართზე: ქ. თბილისი, მეველეს ქ. №7/9, შემდეგი დღის წესრიგით:

1. სს „თბილლითონნაწარმის” 2011 წლის წლიური ანგარიში;

2. სს „თბილლითონნაწარმის” 2011 წლის სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში;

3. სს „თბილლითონნაწარმის” წესდებაში ცვლილებების შეტანა;

4. სს „თბილლითონნაწარმის” კომერციული საიდუმლოებების დაცვის ღონისძიებათა შესახებ.

 

სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა საერთო კრებას:

– დირექციის და სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობა შეაფასოს დამაკმაყოფილებლად.

– იმსჯელოს და შეიტანოს ცვლილებები სს “თბილლითონნაწარმის” წესდებაში, რადგან სამეთვალყურეო საბჭო ვერ მივიდა წესდებაში შესატანი ცვლილებების ერთიან გადაწყვეტილებამდე.

– შეიმუშაოს და დაამტკიცოს სს „თბილლითონნაწარმის” კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

სააღრიცხვო თარიღად გამოცხადდეს 2012 წლის 4 ივნისი.

აქციონერებს საერთო კრებაზე დასწრების უფლებამოსილება შეუძლიათ შეამოწმონ დამოუკიდებელ რეგისტრატორ „კავკასრეესტრში” მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა ან უშუალოდ სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, მეველეს ქ. №7/9, აქციონერებმა კრებაზე დასასწრებად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

  სს თბილლითონნაწარმისდირექტორი    ს. ადუაშვილი