დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 180 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016370 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №180
2012 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ნსაფ-ის მე-10 და მე-11 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის ნავთობპროდუქტის საცალო მიწოდების ნსაფ -ის (სერია „აა“) გამოწერის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები