„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.016861
  • Word
188
24/05/2012
ვებგვერდი, 29/05/2012
010240060.10.003.016861
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 18 8

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 30.12.2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე‑3 მუხლის სათაური, პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით მიღებული განაცხადის საფუძველზე გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები

1. იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განაცხადი მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა) საქართველოს მოქალაქის 32‑გვერდიანი პასპორტის, საზღვარგარეთ მყოფ პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 205 ლარი;

ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობა), ასეთი შეცვლიდან/ნამდვილად ცნობიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 350 ლარი;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და დამატების (გარდა მამობის დადგენის და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლის (მშობლების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორების და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლის (მშობლების) მონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორების და დამატების შეტანის ჩათვლით, განაცხადის წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ე) დოკუმენტის მისი წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 40 ლარი;

ვ) ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ზ) სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ საინფორმაციო ბარათის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

თ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

ი) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 90 ლარი;

კ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურებისათვის – მომსახურების საფასური 40 ლარი.

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განაცხადების საფუძველზე, ამ დანართის მე-2 მუხლის მე‑4, მე‑7, მე-15–27‑ე, მე‑40 და 41‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საფასურები გადაიხდევინება იმავე პუნქტებით გათვალისწინებული განაკვეთებით.“.

2. მე‑3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით ელექტრონული ფორმით მიღებული განაცხადის საფუძველზე გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განაცხადი მიიღება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით ელექტრონული ფორმით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის საფასურები გადაიხდევინება ამ დანართის მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;

ბ) საინფორმაციო ბარათის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

გ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს განაცხადის შეტანის დღესვე, საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანამდე.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მომსახურების გაწევის შემდეგ (მიუხედავად მომსახურების გაწევის ვადისა) საფასურის გადახდის უფლება აქვთ:

ა) საჯარო დაწესებულებებს;

ბ) იურიდიულ პირებს სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 და 103 პუნქტები:

„102. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან:

ა) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით;

ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის 35-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

103. სტუდენტები, რომლებიც ფლობენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით, ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ასევე თავისუფლდებიან:

ა) ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან –10%-ით;

ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 5%-ით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური