დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45(52), 26/11/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.050.05.001.000.701 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პარლამენტის კომიტეტებია:
ა) აგრარულ საკითხთა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის;
გ) გადასახადებისა და შემოსავლების;
დ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის;
ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
ვ) დარგობრივი ეკონომიკის;
ზ) ეკონომიკური პოლიტიკის;
თ) ეროვნულ ურთიერთობათა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
ი) თავდაცვისა და უშიშროების;
კ) თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის;
ლ) იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების;
მ) მთიანი რეგიონებისა და განსახლების;
ნ) საგარეო ურთიერთობათა;
ო) საპროცედურო საკითხთა და წესების;
პ) საფინანსო-საბიუჯეტო;
ჟ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.“.
2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე აბზაცი:
„კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა ოპოზიციური ფრაქციის წარდგინებით.“.
3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით არ ეთანხმება კომიტეტის პოზიციას, მას უფლება აქვს პარლამენტის პლენარულ სხდომას კომიტეტის მოხსენების შემდეგ წარუდგინოს საკუთარი ალტერნატიული მოსაზრება.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 25 ნოემბერი.
№14–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები