„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016100
  • Word
137
24/05/2012
ვებგვერდი, 04/06/2012
360050000.22.023.016100
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება № 137

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 111207006, 08/12/2011) პი რველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის “ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 3. სოციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა უბნების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს:

ა) აბასთუმნის უბანი – 1500 მ3  საშეშე მერქანი;

ბ) აწყურის უბანი – 1000 მ3  საშეშე მერქანი;

გ) ზანავის უბანი – 1500 მ3  საშეშე მერქანი;

დ) ქვიშხეთის უბანი – 620 მ3  საშეშე მერქანი;

ე) ნუნისის უბანი – 150 მ3  საშეშე მერქანი;

ვ) მარელისის უბანი – 250 მ3  საშეშე მერქანი;

ზ) საქონდრიის უბანი – 150 მ3  საშეშე მერქანი;

თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე 2300 მ3 საშეშე მერქანი.“.

მ უხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ.ხაჩიძე