„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016102
  • Word
21
25/05/2012
ვებგვერდი, 04/06/2012
280120000.35.143.016102
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 21

2012 წლის 25 მაისი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 14. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება

1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა.

2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სახანძრო დაცვის სამსახურიდან – ხანძრის ფაქტისა და მისი კატეგორიის შესახებ;

დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.“;

  ბ) დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,გ. ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.“.

2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე