„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6–35 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6–35 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6-21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.36.101.016108
  • Word
6-21
25/05/2012
ვებგვერდი, 30/05/2012
210020010.36.101.016108
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6–35 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №6- 21

2012 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6–35 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში („საქართველოს რესპუბლიკა“, 12.05.2007წ.,90, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. ქ. თბილისში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვროს საბაგირო გადაყვანა და მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დადგინდეს 1,0 ლარის ოდენობით“.

2. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:

მუხლი 12. ქ. თბილისში საბაგირო გადაყვანისას, ამ გადაწყვეტილების 11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირებს მიეცეთ უფასო მგზავრობის უფლება, ხოლო მე–2 და მე–3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს – მგზავრობის ტარიფის 50%–ანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება.

მუხლი 2. გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ზ. სამადაშვილი