დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016104 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2012 წლის 25 მაისი
ქ. დმანისი
,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებით (სსმ, 27.09.2010 , სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016008 ) „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები შემდეგი სახით:
მუხლი 1
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-4 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში ,,დასუფთავების’’ ნაცვლად ჩაიწეროს ,,კომუნალური მომსახურების’’.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ვ1’’ და ,,ვ2’’ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ვ1 ) მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი სასმელი წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მომსახურება;
ვ2) გარე განათების მომსახურება”.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ . მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები