დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6242-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.09.001.016108 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმება.
2. „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრივილეგია არ გავრცელდება იმ პირზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საქართველოს მოქალაქედ ითვლებ ა.
3. „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიები არ გავრცელდება იმ პირზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საქართველოს მოქალაქედ ითვლება. აღნიშნული პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლება ან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების ყოველი კონკრეტული შემთხვევა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
201 2 წლის 22 მაისი .
№6242-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები