დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 21/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.132.016119 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №29
2012 წლის 21 მაისი
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №24, 14.02.2007წ., გვ: 8, 9, 10, 15, 16) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა.ა) ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ზონაში:
ა.ა.ა) ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ბ) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული ერთი სართულის ფართობის (გარე პერიმეტრიდან) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.დ) ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლების, ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლისას რეკონსტრუირებული საანგარიშო ზედაპირის ფართობის (სახურავის რეკონსტრუქციისას მისი ფუძის ფართობის) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ე) შენობის ინტერიერში ან/და ექსტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრისას ღიობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ვ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქციის დროს მზიდ კონსტრუქციასთან დაკავშირებული საანგარიშო ჰორიზონტალური სიბრტყის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით. თუკი რეკონსტრუქცია ეხება რამდენიმე სართულს, მოსაკრებელი გაიანგარიშება მხოლოდ ერთი სართულის საანგარიშო ჰორიზონტალური სიბრტყის მიხედვით;
ა.ა.ზ) ქსელების რეკონსტრუქციის დროს რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1/5-ის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.თ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ი) ლანდშაფტური მშენებლობის დროს განაშენიანებული ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.კ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
ა.ა.ლ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
ა.ბ) ქალაქ ბათუმის შუალედურ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ.-ზე 0,9 (ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით);
ა.გ) ქალაქ ბათუმის პერიფერიულ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ-ზე 0,8 (ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით).
ა.დ) ქალაქ ბათუმის საკურორტო ზონაში (ცენტრალური ზონის განსაკუთრებული ქვეზონა) სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მოიცავს რეკონსტრუქციის რამდენიმე სახეს ერთდროულად, მაშინ მშენებლობის მოსაკრებლის გადახდა ხდება მხოლოდ ერთი სახის რეკონსტრუქციისას დადგენილი მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობით, მათგან რომელიც მეტია.“.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები