დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 21/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370060000.35.132.016118 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №28
2012 წლის 21 მაისი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, 30.05.2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ტერიტორიული ზონები, სადაც შესაძლებელია ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა
თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა დასაშვებია პეტრე ბაგრატიონის, ალექსანდრე სულაბერიძის, მამია ვარშანიძისა და გენ. ა. აბაშიძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში და ამავე ზონის ტერიტორიაზე აღნიშნული ქუჩების ორივე მხარეს მდებარე ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, თუ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე დადგენილებით ან/და სხვა ნორმატიული აქტებით რომელიმე შენობა-ნაგებობაში აკრძალული არ არის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.“;
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნე ს.
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა
აკრძალულია ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა შენობა-ნაგებობაში, თუ ისინი არ მდებარეობენ წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შენობა-ნაგებობებში.“.
დ) დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. თამაშობები, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილება
წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ლატარიის ბილეთების გაყიდვა/ გავრცელებაზე და მისი რეგულირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით.“;
ე) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გარდამავალი დებულებები
1. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან იმ პირების მიმართ, რომლებსაც ლატარია, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო ან/და ბინგო მოწყობილი აქვთ ქ. ბათუმში, ალექსანდრე პუშკინისა და პეტრე ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში ან ქალაქ ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20- ნომრიან სასტუმროებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან 2013 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
მუხლი 3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები