“სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
“სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016180
  • Word
1-1/1210
23/05/2012
ვებგვერდი, 28/05/2012
040110030.22.024.016180
“სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1 210

2012 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 (სსმ, ვებგვერდი 150211, 15/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016035) ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში შევიდეს ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

14. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონებას სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.”.

2. მე-2 მუხლს დაემატოს 11-12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

11. სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი/მართვის უფლებით გადამცემი ორგანო უფლებამოსილია, სახელმწიფო ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებულ პირს სახელმწიფო ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო/საწყისი სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის არა-ნაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარმოდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის დასრულების ვადას.

12. თუ ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა პრივატიზების და მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში 15 კალენდარული დღით აღემატება საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდის ვადას, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში 7 კალენდარული დღით აღემატება სარგებლობაში გადაცემის ვადას, მაშინ შეიძლება მისი და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი თანხის გამოყენება (სახელმწიფო ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ე” / მე-4 პუნქტის ე”/51 „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად).”.

3. მე-2 მუხლის

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი.”;

ა.ბ) ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;”

 ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; ”;

ბ.ბ.) ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს სახელმწიფო ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის 3 თვის საფასურს, ხოლო 3 თვეზე ნაკლები ვადით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში _ სარგებლობის საწყისი საფასურის 30%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას;”;

) 51 პუნქტის ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდის ვადას;”.

4. მე-3 მუხლის

ა) მე-2 პუნქტის გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) „ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება.”;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/გაააქტიუროს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული სახელმწიფო ქონებისათვის ცალ-ცალკე.”.

5. მე-4 მუხლის

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს/გაააქტიუროს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.”;

 ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს 91 - 93 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

91. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები (რომლებმაც მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის 51 პუნქტის ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ე” ქვეპუნქტის/51 მუხლის ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

92. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

93. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.”;

გ) მე-10- მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებით.

 11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები რეგულირდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით.

 12. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები რეგულირდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებით.

13. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები რეგულირდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებით.”

6. მე-5 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

11. პრივატიზების /სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.”

7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურების (ელექტრონულად) ასევე წარმოდგენის საშუალებით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.”.

    მუხლი 2

1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-2 მუხლის „11 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 16 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

. ქობალია