დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №192 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.016297 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №83
2012 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №192 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №192 ბრძანებაში (სსმ III, 19.10.2010 წ., №134, მუხ. 1960) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულება“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას, სტრუქტურას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 17 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები