,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის №01-18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01-26/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 470010010.22.035.016144
  • Word
01-26/ნ
22/05/2012
ვებგვერდი, 23/05/2012
470010010.22.035.016144
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის №01-18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-26 /

2012 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის №01-18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის №01-18/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, 470010010.22.035.016136) დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლის:

1. პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავების განხილვა და სამედიცინო მედიაციის ფუნქციის შესრულება;“.

2. მე -3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით სამედიცინო მედიაციის სამსახურისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში წარმოშობილი დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა:

ა.ა) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის

ა.ბ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;

ა.გ) პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი