დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეტყობინება შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი“-ს საქმეზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43696 |
| დოკუმენტის მიმღები | აღსრულების ეროვნული ბიურო |
| მიღების თარიღი | 22/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შეტყობინება
შპს „ სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ” საქმეზე
2012 წლის 03 მაისიდან 2012 წლის 11 მაისამდე მიმდინარეობდა მეორე აუქციონი , სადაც სარეალიზაციოდ გამოტანილი იყო შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის” (251716807) ქონება შემდეგ ლოტებად: ლოტი №1 – გობელენის სამეული; ლოტი №2 – ტყავის სამეული; №3 – პიანინო „ოტრიდა“; ლოტი №4 – კომპიუტერული ტექნიკა; №5 – გენერატორი „ტიგმაქსი“ ; ლოტი №6 ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა; ლოტი №7 – პრინტერი hp 1020; ლოტი №8 – კომბაინი” hp 1120“; ლოტი №9 – მუსიკალური ცენტრი „რომანტიკა“; ლოტი №10 – პიანინო „უკრაინა“; ლოტი №11 – ყვავილები ხელოვნური“; ლოტი №12 –ტენისის მაგიდა ბადით და 4 ჩოგნით; ლოტი №13 – პიანინო „ზარია“ ; ლოტი №14 – წიგნები .
აუქციონზე რეალიზებულ იქნა შემდეგი ქონება: ლოტი №1 – გობელენის სამეული; №3 – პიანინო „ოტრიდა“; №5 – გენერატორი „ტიგმაქსი“; №7 – პრინტერი hp 1020; №8 – კომბაინი hp 1120; ლოტი №10 – პიანინო „უკრაინა“; ლოტი №13 – პიანინო „ზარია“.
ქონება, რომლის რეალიზაცია არ მოხდა მეორე აუქციონზე, ექვემდებარება კრედიტორებისთვის ნატურით გადაცემას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორებს უფლება აქვთ ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ განცხადება სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბუროში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი) ქონების ნატურით მიღების თაობაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაკოტრების მმართველისადმი კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება კრედიტორების მიერ მოთხოვნაზე უარის თქმად, რაც შესაძლებელს ხდის ქონების ნატურით გადაცემას შესაბამის რიგში დარჩენილი ან შემდეგი რიგის კრედიტორებისათვის. დადგენილ ვადაში ყველა რიგის კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარის თქმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობით და ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნის წილის პროპორციულად.
გაკოტრების მმართველი
აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი ვ. ხაჭაპურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები