დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2011 წლის 18 აპრილის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 22/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.52.101.016055 |
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №1 3
2012 წლის 2 2 მაისი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2011 წლის 18 აპრილის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2011 წლის 18 აპრილის №15 ბრძანებაში (სსმ, ვებპორტალი, 02/05/2011) (შემდგომში – ბრძანება) შევიდეს შე მდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 მუხლის, 152 3 მუხლის, 209 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 234 1 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 3 1 ნაწილის, 243-ე მუხლის 2 1 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:’’;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.’’;
გ) ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’ (დანართის 1);’’.
2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 , 152 3 და 153 6 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში’’ (დანართი 1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’;
ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 და 151 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2 1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.’’;
გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ.
3. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – ჟურნალი).’’.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები