დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 22/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.52.101.016053 |
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №11
2012 წლის 2 2 მაისი
ქ. თბილისი
,,ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანების (გაზეთი ,,24 საათი“, №291, გვ. 15, 29 დეკემბერი, 2006 წ.) (შემდეგში – ბრძანება) მე-7 მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მონიტორინგის განყოფილება;“ ;
ბ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. მონიტორინგის განყოფილება ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შესწავლასა და ამზადებს რეკომენდაციებს მისი შემდგომი ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ასევე, კონტროლს უწევს ქალაქ თბილისის ტერიტორიის დაზიანების ფაქტებს სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.“
2. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები