„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016369
  • Word
171
22/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
200090000.22.033.016369
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №171

2012 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 757 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 758 მუხლი:

     „მუხლი 758. კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი

1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, ბანკი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წერილობით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს ჯამურ ანგარიშს გადახდაზე და ამონაწერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაბრუნებული თანხების შესახებ.

2. საგადასახადო ორგანო განიხილავს ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების მიზნით სახაზინო სამსახურში დოკუმენტების გაგზავნას ”ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის 916 ბრძანებით დადგენილი წესით .

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

4. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე