განჩინება შპს „აჭარინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „აჭარინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/110
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 17/05/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/110
17/05/2012
ვებგვერდი, 22/05/2012
განჩინება შპს „აჭარინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 17 მაისი           

ქ. ქუთაისი

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ანა ღელეყვამ განიხილა შპს ,,აჭარინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით გაიხსნა შპს ,,აჭარინვესტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

  2012 წლის 16 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შ.პ.ს. ,,აჭარინვესტის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,აჭარინვესტის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

  აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,აჭარინვესტის’’ კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, 42-ე, სსკ-ის 284-, 285- მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,აჭარინვესტის’’ (ს/ნ 206253604) კრედიტორთა კრება 2012 წლის 25 მაისს 13:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . №11 , მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. კრებაზე განხილულ იქნ შემდეგი საკითხი:

) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება .

4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე            . ღელეყვა