„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016077
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
164
17/05/2012
ვებგვერდი, 18/05/2012
360160000.22.025.016077
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/05/2012 - 01/06/2012)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 164

201 2 ლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს ) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებით (სსმ , 18.03.2011წ., ვებგვერდი 10318015) დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებში და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირველადი გადამუშავების პროდუქტი – მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე -მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი).“ .

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 136 პუნქტები:

„13.1 სახერხი საამქროს მფლობელი –  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაშია ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახერხი საამქრო.

132. ფანერა (შპონი) –  სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი.

133. მოქმედი სახერხი დანადგარი –  სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ან/და მოძრავი ნაწილები დამონტაჟებულია და დანადგარს მიეწოდება ელექტროენერგია.

134. უმოქმედო სახერხი დანადგარი –  სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ნაწილი ადგილზეა, ხოლო მოძრავი ნაწილები დაშლილია ან გატანილია ადგილიდან და დანადგარს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

135. სახერხი საამქროს სრული დემონტაჟი –  სახერხი დანადგარი, ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის , რომლის უძრავი და მოძრავი ნაწილები(მათ შორის , სამაგრი მოწყობილობა) არ არის დამაგრებული საქმიანობის განხორციელების ადგილზე.

136. ელექტრონული ანგარიში –  ყოველი დღის 12:00 საათიდან მომდევნო დღის 12:00 საათამდე ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში –  ელექტრონულ i ჟურნალი) ასახული მონაცემები.“.

3. მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოსათვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების წარდგენისას ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემები, დოკუმენტის გაცემიდან (შევსებიდან) არა უგვიანეს 48 საათისა ასახოს ბუნებრივი რესურსების მართვის მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში –  მონაცემთა ბაზა) და ატვირთოს მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი;

ბ) შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი სააგენტოში წარადგინოს თვეში 2-ჯერ, თვის 1-ლი რიცხვიდან 15 რიცხვის ჩათვლით შევსებული – 18 რიცხვამდე, ხოლო 16 რიცხვიდან თვის ბოლომდე შევსებული –  მომდევნო თვის 3 რიცხვამდე.

10. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას, მისი პირველი ეგზემპლარი გაცემიდან არა უმეტეს 72 საათისა უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, რომელიც დოკუმენტში არსებულ მონაცემებს ამავე ვადაში დადგენილი წესით ასახავს მონაცემთა ბაზაში და ამავე ვადაში დადგენილი წესით ატვირთოს მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი.”.

4. მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დაუშვებელია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის ან მისი შევსებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ივსება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელიც გაუქმების მიზეზების მითითებით, შესაბამისად ამ მუხლის მე-9 ან მე-10 პუნქტით დადგენილ ვადებში, ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს.

13. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის გადანაჭრელზე. მარკირების პროცესში სპეციალური ფირნიშის დაზიანების შემთხვევაში იგი ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, მისი დაზიანებიდან არა უგვიანეს 72 საათისა.”.

5. მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სპეციალური ფირნიშების მოქმედების ვადა და მისი გაუქმების საფუძვლები”.

6. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან „ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის“ (შემდგომში – ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის შემდეგ მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშის დაზიანების ან დაკარგვისას, ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის მფლობელი ვალდებულია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განცხადებით და წარუდგინოს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას მრგვალი ხე-ტყის (მორის) ოდენობისა და განთავსების ადგილის შესახებ;

ბ) დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის მონაცემების თაობაზე;

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების სააგენტო განცხადების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გასცემს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ან დასაბუთებულ უარს აცნობებს განმცხადებელს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) მოითხოვოს შესაბამისი დაზიანებული სპეციალური ფირნიში, თუ იგი არ არის წარმოდგენილი;

ბ) შეამოწმოს მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის შესაბამისობა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა ან ანგარიშ-ფაქტურას და ბუნებრივი რესურსების სააგენტოში მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) არსებულ მონაცემებთან და მხოლოდ მათი თანხვედრის შემთხვევაში გასცეს ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

გ) ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი შეავსოს ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, გარდა დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტისა, რომელშიც უნდა მიუთითოს დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის და შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ანგარიშ-ფაქტურის ნომერი;

დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს ან ხე-ტყის მფლობელს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ამ დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა ჩაბარდეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.”.

7. მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით აკრძალულია ხე-ტყის ტრანსპორტირება, თუ კანონმდებლობით ასეთი ტრანსპორტირებისათვის აუცილებელია ანგარიშ-ფაქტურა.

7. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხე-ტყის ტრანსპორტირების პროცესში ან/და შემდგომ პერიოდში მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავება სპეციალური ფირნიშის ამ მუხლით დადგენილი წესით შეცვლამდე.”.

8. მე-3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი

    მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები

1. სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა ხე-ტყის პირველად გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავით დადგენილ მოთოხვნებს.

2. აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ბ) დაცულ ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა);

გ) მდინარის კალაპოტის, ხევის ან მაგისტრალური სარწყავი არხის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში და მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 20 მეტრის ფარგლებში;

დ) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში;

ე) შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში.

3. აკრძალულია ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში.

4. სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ”, „დ”, „ე” ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი მანძილი იანგარიშება შესაბამისი ობიექტის უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე.

6. აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის მიმდინარეობის გარდა).

7. სახერხი საამქროს საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა სახერხი დანადგარის მთლიანი ან მისი ნაწილი უძრავად იყოს დამაგრებული საქმიანობის ადგილზე.

    მუხლი 14. სახერხ საამქროში დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები

1. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ქიმიური დამუშავების მიზნით, სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური მოედნები, აგრეთვე ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები აუცილებლად უნდა აღიჭურვოს მყარი მონოლითური (წყალგაუმტარი) დამცავი საფარით, ქიმიკატების ნიადაგსა და გრუნტის წყლებში გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, ასევე შესაბამისი წყალშემკრები სისტემით, ასევე, ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები უნდა იყოს დაცული და მიუწვდომელი უცხო პირთათვის.

2. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას – ბუნკერში, ხოლო ნაგვერდულების განთავსება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

3. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გაიტანოს ნარჩენები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნკერის გადავსებამდე.

4. იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს ტერიტორია შემოღობილია რკინა-ბეტონის ან ბეტონის არანაკლებ 2,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მყარი კონსტრუქციით, სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა განახორციელოს ბუნკერის გარეშე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს გამორიცხული ქარის მიერ ნარჩენების შემოღობილი ტერიტორიის გარეთ გადატანა, ამასთან, გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი და დასაწყობებული ნარჩენების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდესღობის კონსტრუქციის სიმაღლეს.

    მუხლი 15. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნები

1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის განთავსება/მონტაჟის დაწყებისთანავე ელექტრონულად დარეგისტრირდეს სამინისტროს ვებგვერდზე ( www.menr.gov.ge სერვისები ავტორიზაცია ).

2. არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს ეკრძალება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება და გადამუშავება.

3. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სახერხ საამქროს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და ეძლევა შესაძლებლობა ელექტრონული ფორმით მიიღოს ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) რეგისტრაციის მოწმობა (შემდგომში –  რეგისტრაციის მოწმობა), რომელიც წარმოადგენს სახერხი საამქროს საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია რეგისტრაციის მოწმობა გამოაკრას სამუშაო ტერიტორიაზე, თვალსაჩინო ადგილზე.

5. სახერხი საამქროს რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემებია:

ა) სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა;

ბ) სახერხი საამქროს მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვის დაკავებული მიწის ნაკვეთის/ფართის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახერხი დანადგარის სიმძლავრე, რაოდენობა;

ე) სახერხი საამქროს, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის, სააბონენტო ნომერი (მისი არსებობისას);

ვ) საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმძღვანელი და საკონტაქტო პირის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი.

6. სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია სახერხი საამქროს რეგისტრაცია განახორციელოს დამოუკიდებლად ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მეშვეობით.

7. იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს მფლობელს სურს სახერხი საამქროს რეგისტრაცია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მეშვეობით, განცხადებით უნდა მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით. განცხადების წარდგენის შემდეგ, ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახდენს სახერხი საამქროს დარეგისტრირებას.

8. თუ სახერხი საამქრო რეგისტრაციის გარეშე ეწევა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებასა და პირველად გადამუშავებას, ბუნებრივი რესურსების სააგენტო უზრუნველყოფს მის იძულებით რეგისტრაციას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და დადგენილი წესით წარუდგენს სამართალდამრღვევს სავალდებულო ადმინისტრაციულ მიწერილობას სახერხი საამქროს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

9. სახერხი საამქრო ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას, თუ შეიცვალა:

ა) სახერხი საამქროს მფლობელი;

ბ) სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა;

გ) სახერხი საამქროს მფლობელის საფირმო სახელწოდება;

დ) სახერხი საამქროს მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახერხი საამქროს მფლობელმა სახერხი საამქროს ხელახალი რეგისტრაცია უნდა განახორციელოს შესაბამისი ცვლილების განხორციელების მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

11. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ განახორციელოს ცვლილება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

12. სახერხი საამქროს მფლობელი პასუხს აგებს სარეგისტრაციო მონაცემებისა და შესაბამისი დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაზე, არასწორი მონაცემების წარმოდგენისათვის მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 16. სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღების, ხე-ტყის გადამუშავებისა და სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანის ზოგადი მოთხოვნები

1. სახერხ საამქროში გადასამუშავებლად მიიღება მხოლოდ:

ა) სპეციალური ფირნიშებით მარკირებული ხე-ტყე;

ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყე.

2. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ხე-ტყის მიღებისა და გადამუშავების, საჭიროების შემთხვევაში, მისი გატანის ოპერაციების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში.

3. სახერხი საამქროს მფლობელის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/შეტყობინება/ანგარიში და მათში ასახული ინფორმაცია არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს.

5. სახერხი საამქროს მფლობელი პასუხისმგებელია სახერხი საამქროს მართვის ელექტრონული ჟურნალის დადგენილი წესით წარმოებაზე.

6. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სახერხი საამქროს შემოწმება/დათვალიერების პროცესში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია:

ა) ხელი არ შეუშალოს ბუნებრვი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახერხი საამქროს დათვალიერება/შემოწმებაში;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ელექტრონული ჟურნალის წარდგენა მოთხოვნისთანავე;

გ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების გადაგზავნა მონაცემთა ბაზაში.

7. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. სახერხ საამქროში ხე-ტყის (მორის) მიღება ხორციელდება ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის საფუძველზე.

8. ელექტრონულ ჟურნალში ხე-ტყის მიღების რეგისტრაცია სავალდებულოა ხე-ტყის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე (განთავსებისთანავე), გარდა 00:00 საათიდან –  10:00 საათამდე პერიოდში განხორციელებული ხე-ტყის მიღებისა, რომლის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს იმავე დღის არა უგვიანეს 12.00 საათისა.

9. ხე-ტყის მიღების რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემებია –  ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტის (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ანგარიშ-ფაქტურა) ნომერი, ტყითმოსარგებლის და შემომტანი პირის მონაცემები, მიღებული მარკირებული მორების ოდენობა ან არამარკირებული ხე-ტყის მოცულობა (მ3) და სატრანსპორტო საშუალების საინდეტიფიკაციო მონაცემები.

10. სახერ საამქროში რეგისტრირებული მიღებული ხე-ტყე ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული უნდა იქნეს მოცულობის (მ3), სახეობის (ჯიშის) ან/და სპეციალური ფირნიშების მიხედვით.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვისას, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში ასახული მონაცემები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) მონაცემები ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით არ შეესაბამება ერთმანეთს, დაუშვებელია ასეთი სახის ხე-ტყის (მორის) როგორც გადამუშავება, ისე მის სახერხი-საამქროს ტერიტორიიდან გატანა.

12. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დღის 12 საათის შემდეგ ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრირებული მიღებული ხე-ტყის აღრიცხვის დასრულება მომდევნო დღის 12 საათამდე.

13. სახერხ საამქროში აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავება, თუ მონაცემთა ბაზაში ასახული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა და სახერხ საამქროდან ბუნებრივი რესურსების სააგენტოში გადაგზავნილი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები არ შეესაბამება ერთმანეთს.

14. სახერხ საამქროში ხე-ტყის სახერხ დანადგარზე განთავსებისთანავე ან თერმული დამუშავების დაწყებამდე სავალდებულოა სპეციალური ფირნიშიდან ამოღებულ იქნეს საკონტროლო ფირნიში, რომელიც შენახული უნდა იქნეს ამ დებულების მე-18 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

15. სახერხ საამქროში ხე-ტყის პირველადი გადამუშავების დაწყებისთანავე ელექტრონულ ჟურნალში ასახული უნდა იქნეს მონაცემები გადასამუშავებელი ხე-ტყის შესახებ.

16. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე თვის მანძილზე ხე-ტყის პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის შესახებ დეტალური მონაცემების (პროდუქტის ტიპი და მოცულობა) ასახვა ელექტრონულ ჟურნალში სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მის გატანამდე, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქცია არ იქნა გატანილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან, მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. პირველადი გადამუშავების პროდუქტის ზომის ერთეულად გამოიყენება –  „მ3” გარდა ფანერის (შპონის) აღრიცხვისა, რომლის დროსაც ზომის ერთეულად გამოიყენება –  „მ2”.

17. სახერხ საამქროში სხვადასხვა პირის მიერ შეტანილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი უნდა დასაწყობდეს ერთმანეთისგან განცალკევებით.

18. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ხე-ტყის გატანისას საჭიროა ხე-ტყე დარეგისტრირდეს და აღირიცხოს ელექტრონულ ჟურნალში.

19. სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანის რეგისტრაციისას ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი უნდა იქნეს იმ შესაბამისი დოკუმეტის ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღება, ხე-ტყის გამტანი პირის მონაცემები, გასატანი მარკირებული მორების ოდენობა ან არამარკირებული ხე-ტყის მოცულობა და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები.

20. სახერხი საამქროდან გასატანი ხე-ტყის აღრიცხვისას რეგისტრირებული ხე-ტყე ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული უნდა იქნეს მოცულობის, სახეობის (ჯიშის) ან/და სპეციალური ფირნიშების მიხედვით. აღრიცხვის დასრულებისთანავე სავალდებულოა გასატანად აღრიცხული ხე-ტყე გატანილ იქნეს სახერხი საამქროს ტერიტორიიდან.

21. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული ანგარიშის წარდგენა ბუნებრივი რესურსების სააგენტოში ყოველი დღის 12:00 საათამდე.

    მუხლი 17. ელექტრონული ჟურნალის წარმოების მოთხოვნები

1. ელექტრონულ ჟურნალს სახერხი საამქროს მფლობელი აწარმოებს პირადად ან ხელმძღვანელის ან საკონტაქტო პირის მეშვეობით.

2. ჟურნალში არასწორი ჩანაწერების შეტანისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება სახერხი საამქროს მფლობელს.

3. ელექტრონული ჟურნალის მწარმოებელი პირი უფლებამოსილია ელექტრონულ ჟურნალში დააფიქსიროს ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას დაშვებული ტექნიკური შეცდომა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემების გადამოწმების საფუძველზე გაასწოროს ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შეცდომის გასწორებამდე აკრძალულია შესაბამისი ხე-ტყის გადამუშავების ან ხე-ტყის უკან გატანის პროცესის გაგრძელება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანხმობის გარეშე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება ინტერნეტ-კავშირი მონაცემთა ბაზასთან და შეუძლებელია ელექტრონული ანგარიშის გადაგზავნა დადგენილ ვადებში, ელექტრონულ ჟურნალში ივსება შეტყობინების ფორმა და მასში დაფიქსირებული დრო და თარიღი ითვლება ელექტრონული ანგარიშის გადაგზავნის დროდ და თარიღად. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, რის თაობაზეც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შესაბამისი აქტი.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მონაცემების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში, პირი, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ ჟურნალს ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ გააგზავნოს ინფორმაცია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე help@anr.ge-ზე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე გასაგზავნ ინფორმაციაში უნდა მიეთითოს ელექტრონული ჟურნალის პროგრამის ვერსიის ნომერი და აღიწეროს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების ვერასახვის მიზეზი.

8. იმ შემთვევაში, თუ ელექტრონულ ჟურნალში მონაცემები ვერ აისახა კომპიუტერული მოწყობილობის პროგრამული ან ტექნიკური დაზიანების გამო, პირი ვალდებულია კომპიუტერული მოწყობილობა დაუყოვნებლივ წარადგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოში.

9. ამ მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ელექტრონული ანგარიშის წარდგენამდე ვალდებულია:

ა) შეწყვიტოს სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღება;

ბ) შეწყვიტოს ხე-ტყის პირველადი გადამუშავება;

გ) არ დაუშვას სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანა.

    მუხლი 18. ანგარიშგების მოთხოვნები

1. სახერხი საამქროს მფლობელი ანგარიშვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წინაშე.

2. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის:

ა) ელექტრონული ანგარიშის ყოველდღიურად წარდგენა;

ბ) ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკონტროლო ფირნიშის ჩაბარება.

3. მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ანგარიშის წარუდგენლობა ავტომატურად გულისხმობს, რომ სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღება, პირველადი გადამუშავება ან/და სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანა არ განხორციელებულა.

4. ელექტრონული ანგარიშის ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარდგენის დროდ და თარიღად ითვლება მონაცემთა ბაზაში მისი გადაგზავნის დრო და თარიღი.

5. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საკონტროლო ფირნიშის შენახვა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე –  სათანადოდ დაცულ ადგილას ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის დადგენილი წესით გადაცემამდე. საკონტროლო ფირნიში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. მათი დაზიანება ან დაკარგვა სახერხი საამქროს მფლობელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

6. საკონტროლო ფირნიში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მისი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით ბარდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერენ სახერხი საამქროს მფლობელი ან ხელმძღვანელი ან სახერხი საამქროს „საკონტაქტო პირი” და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი.

7. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური ან/და საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტის ელექტრონულ ჟურნალში დაუყოვნებლივ ასახვა, რაც ითვლება ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის შეტყობინების გაგზავნად.

    მუხლი 181. სახერხი საამქროს რეგისტრაციის გაუქმება

1. სახერხი საამქროს მფლობელი მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის სრული დემონტაჟის შემდგომ უფლებამოსილია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. სახერხი საამქროს რეგისტრაცია გაუქმებულად ითვლება მონაცემთა ბაზაში მისთვის „გაუქმებულია“ სტატუსის მინიჭებისთანავე.

2. სახერხი საამქროს მფლობელის განცხადების საფუძველზე, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახერხი საამქროს რეგისტრაცია უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) განხორციელდა სახერხ საამქროში არსებული ყველა სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის სრული დემონტაჟი;

ბ) შეიცვალა სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა;

გ) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელის საფირმო სახელწოდება;

დ) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ან განხორციელდა სახერხი საამქროს მფლობელის ლიკვიდაცია;

ე) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელი;

3. ბუნებრივი რესურსების სააგენტო საკუთარი ინიციატივით აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს რეგისტრაციის მონაცემები არ შეესაბამება სახერხი საამქროს რეალურ მონაცემებს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახერხი დანადგარის სრული დემონტაჟის დამთავრებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, ბუნებრივი რესურსების სააგენტო აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას მონაცემების ადგილზე დაზუსტების საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია განცხადება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგინოს შესაბამისი პროცესის დაწყებიდან 7 კალენდალურ ვადაში;

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია განცხადებას თან დაურთოს სახერხი საამქროს სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა შემოწმების საფუძველზე მომდევნო სამუშაო დღის 12 საათამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტო აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას.

7. ბუნებრივი რესურსების სააგენტო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახერხი საამქროს რეგისტრაციას აუქმებს განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში.“.

9. ამოღებულ იქნეს დებულებით დამტკიცებული №13 დანართი.

10. ამოღებულ იქნეს დებულებით დამტკიცებული №14 დანართი.

    მუხლი 2. სახერხი საამქროების მოთხოვნების გარდამავალი რეგულირება

1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სახერხი საამქროს მფლობელი, რომ ლიც ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროცესში იყენებს სათანადო წესით დამოწმებულ ,,ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალს” ვალდებულია 2012 წლის 1 ივნისამდე განახორციელოს ელექტრონული რეგისტრაცია ამ დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ელექტრონულად რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია:

ა) 2012 წლის 1 ივნისიდან ამ დებულებით დადგენილი წესით აწარმოოს მხოლოდ ელექტრონული ჟურნალი;

ბ) 2012 წლის 1 ივნისამდე სახერხი საამქროს ფუნქციონირება განახორციელოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მოთხოვნების შესაბამისად;

გ) 2012 წლის 1 ივნისამდე მიღებული და გადაუმუშავებელი ხე-ტყე აღირიცხოს ელექტრონულ ჟურნალში 2012 წლის 15 ივნისამდე;

დ) ,,ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალი” შეინახოს 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

ე) 2012 წლის 15 ივნისამდე წარმოადგინოს 2012 წლის მაისის თვის ანგარიში ამ დებულების მე-14 დანართით დამტკიცებული ,,სახერხი საამქროების ყოველთვიური ანგარიშის” ფორმის შესაბამისად.

    მუხლი 3. ბრძანების ამოქმედება

1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით ჩამოყალიბებული III თავის მე-15 მუხლის პირველი, მე-3-მე-7 და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივნისიდან.

3. ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.

მინისტრის მოავალეობის შემსრულებელი

მინისტრის პირველი მოადგილე                მ. ვალიშვილი