დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14.01.478 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 18/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.37.101.016116 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №14.01.478
2012 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 231 მუხლების, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქრთველოს კანონის 341 მუხლის, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის №246 ბრძანებულების და „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აპრილის №192 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი, დადგენილებაზე თანდართული რუკის შესაბამისად.
2. რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვროს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გუდაურის განვითარების ფონდი“.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები